საზოგადოებრივი მაუწყებელი

მოამბის თანამშრომელთა ნაწილი ხელფასების ზრდას ითხოვს და გაფიცვით იმუქრება

საინფორმაციო გამოშვება მოამბის ჟურნალისტები და პერსონალი დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესასვლელთან საგანგებო მიმართვას გააკეთებენ. მედიაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ცნობით, მოამბის ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები და ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდა და "საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული სოციალური უთანასწორობის" აღმოფხვრა იქნება.

„მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირის წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიატორის გამოყოფის თხოვნით მიმართავს. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დასაქმებულები გაფიცვის უფლებას იტოვებენ", - აცხადებენ მედიაში დასაქმებულთა პროფესიულ კავშირში.

კომენტარები