17 მაისი

მეჭიაური ჟურნალისტზე: პიდარასტია თუ ლგბტ, არ ვიცი, მომაშორეთ

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და ჰომოფობიური განცხადება გაკეთა. ჟურნალისტმა დეპუტატს კითხვა საპატრიარქოსთან დაკავებული აქტივისტების შესახებ დაუსვა.

„ლგბტ-ს ვის ეძახი, იმეებს რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეზე? ეგენია ლგბტ? ლგბტ იცი ვინ არის, შვილო? რომ ერთ ადგილზე არიან და ერთ ადგილს უვლიან და თავისთვის იყენებენ, როგორც უნდათ, არავინ არ უშლის მაგათ, მაგრამ ლგბტ კი არ არიან იქ, ვინც მიდიან და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები", - თქვა მეჭიაურმა.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მეჭიაურს მის ჰომოფობიურ განცადებებთან დაკავშირებით ჰკითხა, დეპუტატმა საპატრულო პოლიციას მოუწოდა მისი გაყვანისკენ.

„ერთი ეს მომაშორეთ რა! ლგბტ-ია თუ პიდარასტი, არ ვიცი, მომაშორეთ! მე მგონი, პიდარასტია, ლგბტ ვარო, იძახის. ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით და დაეტიეთ თქვენ ადგილზე".

კომენტარები