ე.წ. კაბელების საქმე

გოგუაძე კაბელების საქმეზე: ივანიშვილის პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირისთვის 7-7 წლიანი პატიმრობის შეფარდება თავისუფალი დემოკრატების წევრ ნინო გოგუაძეს უსამართლობად მიაჩნია. ის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს "ბიძინა ივანიშვილის პირად მონას" უწოდებს.

"ეს არის აბსოლუტურად უსამართლო სასამართლო. სასამართლო საქართველოში არ არსებობს. ეს მოსამართლე არის ბიძინა ივანიშვილის პირადი მონა. არ შევარჩენთ ამ გადაწყვეტილებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს მივმართავ და ვეუბნები - თქვენთან ერთად იმისთვის არ მიბრძოლია, რომ ასეთი უსამართლო სასამართლო იყოს. მე თქვენი პირადი მტერი ვარ დღეის შემდეგ",- თქვა გოგუაძემ განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

კომენტარები