თავსიუფალი დემოკრატები

თავისუფალმა დემოკრატებმა მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება დაიწყეს

facebook.com/alasaniairakli

პარტია თავისუფალმა დემოკრატებმა მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატების წარდგენა შიდა ქართლიდან - გორიდან დაიწყო. პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ოთხივე რაიონის და ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატთა სია ასე გამოიყურება:

  • ქალაქ გორში - თამაზ შიოშვილი 
  • გორის რაიონში - თეიმურაზ (მურად) მურადაშვილი
  • ქარელის რაიონში - ალექსანდრე მსხალაძე
  • ხაშურის რაიონში -  გიორგი ცხადიაშვილი
  • კასპის რაიონში - ვახტანგ ბეჟიტაშვილი

თავისუფალმა დემოკრატებმა გორის თეატრში შეკრებილ მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამაც გააცნეს. თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო დაპირებებს შორისაა: პენსიების გათანაბრება საარსებო მინიმუმთან, უფასო მედიკამენტების პროგრამა, ვეტერანთა პენსიებისა და სოციალური დახმარების სისტემის რეფორმა, ჯანდაცვის რეფორმა, სოფლის ექიმის პროგრამის გაუმჯობესება და სხვა დაპირებები. გორის თეატრში გამართულ კონფერენციაზე პარტიის ლიდერებმა დავით ონოფრიშვილმა და ნიკოლოზ ფრუიძემ პარტიის ეკონომიკური პროგრამა და ჯანდაცვის ხედვა წარადგინეს. 

კომენტარები