ალასანია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: ეს დაგვიანებულია

მე ვიტყოდი, რომ ეს დაგვიანებულია. პრაქტიკულად, ახლა დიდ ცვლილებებს აზრიც არ აქვს. მას უნდა მიეღო გადაწყვეტილებები თავიდანვე, რომ მოვიდა როგორც პრემიერმინისტრი და შეეცვალა არაეფექტური სამინისტროები, რომელიც პრაქტიკულად ჩვენი, ხალხის ბიუჯეტს არამიზნობრივად, არაეფექტურად ხარჯავენ. ეს გადაწყვეტილებები მაშინ უდნა მიეღო, დღეს დაგვიანებულია. 

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი პრემიერმინისტრის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვით გიორგი კვირიკაშვილს უკვე შერჩეული ჰყავს რესპუბლიკელი მინისტრების შემცვლელები.

კომენტარები