ბესელია: ვეტოს დადების სამართლებრივ საფუძველს ვერ ვხედავ

მე გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი ვეტო რაღას უნდა დაედოს, იმიტომ რომ ვეტოს დადების სამართლებრივ საფუძველს ვერ ვხედავ. მითხარით სხვა პოლიტიკური ჯგუფი, გარდა ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებისა, ვინც აკრიტიკებდა ამ პროექტს. გირჩმა მას ხმა მისცა პირველი მოსმენის დროს, დაეთანხმა პრინციპებს. მისი საკითხები გავიარეთ და მხოლოდ ერთ საკითხში იყო განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ ისინი პროექტს არ აკრიტიკებენ. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ერთ საკითხზე იყო შეუთანხმებლობა, ბატონი ხმალაძის დაწერილია ყველა ის ცვლილება, რომელიც კანონპროექტში შევიდა. ყველა მისი ფორმულირება არის შესული კანონპროექტში, ყველაფერი რაც შეიცვალა, არის ბატონი ხმალაძის უშუალო მონაწილეობით და მისი ხელით გაკეთებული. ის არ აკრიტიკებს ამ პროექტს, ამბობს რომ ეს არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო. ერთადერთი საკითხი არის ქვორუმის საკითხი, რაზეც ვერ მოხდა პოლიტიკური შეთანხმება. მაგრამ ეს არ არის მე ვფიქრობ არსებითი და გადამწვეტი საკითხი. 

ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე სავარაუდო ვეტოს შესახებ.

კომენტარები