სტამბოლში სამხედრო ყაზარმასთან ავტომობილი აფეთქდა. CNN TURK-ის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი ადამიანია დაშავებული. ამ დროისთვის დეტალები ზუსტდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთში ტერაქტების სერია მოხდა, რომლებიც ISIS-მა ან ქურთმა მებრძოლებმა განახორციელეს. ანკარა, სტამბოლი, ბურსა ის ქალაქებია, რომლებშიც თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს.





