რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები

ხიდაშელი: ირაკლი ალასანია ჩაეწერა რუსული პროპაგანდის ციკლში

პირველი არხი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავისუფალი დემოკრატების ლიდერისა და თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება. ალასანიას თქმით, ხიდაშელს პოლიტიკურ დღის წესრიგს უდგენენ და გარკვეულ ჩარჩოებს უწესებენ. 

თავდაცვის მინისტრის მოსაზრებით, ალასანიას განცხადება შეურაცხმყოფელია.

"საჯაროდ მოვითხოვ ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან, ძალიან კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა - სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთესად დაცვა და მე ეს არ გავაკეთე იმიტომ, რომ ეს არის, უბრალოდ, შეურაცხმყოფელი და სირცხვილია, როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის და კიდევ უფრო სირცხვილია, როდესაც ბატონი ირაკლი ჩაეწერა რუსული პროპაგანდის ციკლში, რომელსაც პირდაპირი ცეცხლი აქვს გახსნილი ჩემ წინააღმდეგ და დღეს ისიც "ხელი მომაკიდინე“ პრინციპით ამ მარათონში მონაწილეობს", - თქვა ხიდაშელმა.

კომენტარები