ხელისუფლება და ოპოზიცია

კარლო კოპალიანი ენმ-ის წევრების ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს

კარლო კოპალიანი
მეორე არხი

კოალიცია ქართული ოცნების წევრის კარლო კოპალიანის მოსაზრებით, აუცილებელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშები და ქონება დაყადაღდეს. ამის შესახებ მან განცხადება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"პირველ რიგში, აუცილებელია დაყადაღდეს იმ ხალხის ანგარიშები და ქონება, რომლებიც 9 წლის მანძილზე ართმევდნენ, ატერორებდნენ და კლავდნენ ადამიანებს. ვინც საკუთარი შვილის სწავლის ქირას და პამპერსების ფულსაც ბიუჯეტიდან იხდიდა. ადამიანი[ბიძინა ივანიშვილი] ერთ წელიწადში პრემიერობიდან გადადგა, თქვენ კი ოღონდ რბილი სკამები იგრძნოთ ერთი ადგილის ქვეშ და სულაც არ გადარდებთ, რომელ ქვეყანას ეკუთვნის ეს სკამები", - მიმართა კოპალიანმა საპარლამენტო უმცირესობას.

კომენტარები