დღეს საქართველოს პარლამენტი იწყებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას, რომელიც შეეხება პარლამენტში ე.წ. ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნას. ამ კომიტეტის შექმნის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს, რომ შემდგომ ხელისუფლებებს აღარ მიეცეთ უფლება, დღევანდელი ხელისუფლების მსგავსად იყვნენ ჩართული კორუფციაში და ადამიანებზე ზრუნვის ნაცვლად ფიქრობდნენ საკუთარი პოლიტიკური აქტივისტების, საკუთარი პოლიტიკური თანამდებობის პირების გამდიდრებაზე. მოქმედი ხელისუფლება არაერთ მსხვილ კორუფციულ სკანადალში გაეხვა. ერთ-ერთი მათგანი უკავშირდება ბოტანიკურ ბაღს, როდესაც კრიმინალური მოქმედებების მთელი სერიის შედეგად დღეს ქალაქის ცენტრში მილიარდერმა ივანიშვილმა, ფაქტობრივად, უფასოდ მიიღო 400 000 კვადრატული საერთო სარგებლობის სარეკრეაციო სივრცე.
tbl.ge/1nrv
დაკოპირდა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნაზე.
ამავე თემაზე
- თოვლის საფარმა მასშტაბური ზიანი გამოიწვია, ბოტანიკური ბაღი დროებით დაკეტილია – მერია
- ნარმანია: განაშენიანების გეგმა ტერიტორიის საინტერესოდ განვითარებას გულისხმობს
- ივანიშვილი: ენმ-მ მშენებლობა ლამის უარყოფით კონტექსტში, შეურაცხყოფაში გადაიტანოს
- კალაძე ბოტანიკურში ჰესის მშენებლობაზე: ეს დიდი ტყუილია
- ივანიშვილი: ბოტანიკურში ჰესის აშენება როგორ შეიძლება? მთავრობა ხელს არ მოაწერდა




