კოალიცია ქართული ოცნება

ტყემალაძე ბერძენიშვილზე: ყველამ თავის მამიდას მიხედოს

ბატონი ბერძენიშვილი როდესაც საუბრობს იმაზე, რომ პრემიერმა ყველას, ვინც NATO-ს საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, მათ შორის გოგი თოფაძეს, თანამდებობები უნდა დაატოვებინოს, როგორ უნდა დაატოვებინოს თოფაძეს ან ნებისმიერ სხვა დეპუტატს თანამდებობა? ყველამ თავის მამიდას მიხედოს, უფრო უკეთესი იქნება. მე არ ვიცი, ვინ რა განცხადებას აკეთებს, მაგრამ ჩვენ რა განცხადებასაც ვაკეთებთ, ეს არის სწორედ ქართული ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპული ინტერესებიდან გამომდინარე და, საერთოდ, საერთაშორისო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არასოდეს გვითქვამს, მათ შორის, გოგი თოფაძეს, რომ NATO არ გვინდა. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ NATO, სამწუხაროდ, არ გვიღებს და ამას ნუ ვუმალავთ ხალხს. ბერძენიშვილები და მასთანები ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება. ეს არის სპეკულაცია მათი მხრიდან და როდესაც საუბარია კოალიციისა და თანამდებობის დატოვებაზე, სჯობს მათ დატოვონ თანამდებობები და რაც შეიძლება, მალე.

ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების მდივანი ზურაბ ტყემალაძე ფრაქცია რესპუბლიკელების წევრის დავით ბერძენიშვილის განცხადებაზე.

კომენტარები