საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრი 1995 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა

Reuters

საუდის არაბეთის მეფემ პოსტიდან ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, ნავთობის მინისტრი ალი ალ-ნაიმი გადააყენა. ნაიმის ნავთობის მინისტრის პოსტი 1995 წლიდან ეკავა. სწორედ ნაიმის უკავშირდებოდა OPEC-ის მიერ 2014 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც მსოფლიოში ნედლი ნავთობის ფასები 60%-ზე მეტად შემცირდა, საუდის არაბეთმა ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში ბაზარზე საკუთარი წილის დასაცავად გადადგა.

ნავთობის მინისტრად კი საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის SAUDI ARAMCO-ს აღმასრულებელი დირექტორი ხალიდ ალ-ფალიჰი დაინიშნა. ასევე ცვლილებები შევიდა ამ სამინისტროს სახელში და მას დღეიდან ნავთობის სამინისტროს ნაცვლად ენერგეტიკის, მრეწველობისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ეწოდება. ალ-ნაიმი სამეფო ოჯახის მრჩევლად დაინიშნა.

კომენტარები