ავიაცია

საქართველოში დრონებს რეგულაციები დაუწესდებათ

flickr.com

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის (დრონებისთვის) რეგულაციების შექმნაზე მუშაობს. ამ მიზნით საქართველოში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დრონების მონიტორინგის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღეისთვის უპილოტო საფრენი ხომალდების მოძრაობის წესები საქართველოში არ რეგულირდება, არაა გამოყოფილი იმ ადგილების ნუსხა, რომელთა თავზეც დრონების მოძრაობა პოტენციურ რისკებს შეიცავს. სავარაუდოდ აიკრძალება აეროპორტების თავზე და გარკვეული სიმაღლის ზემოთ ამ აპარატების გამოყენება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დრონებისთვის რეგულაციების შემუშავებას სავარაუდოდ სექტემბერში დაასრულებს. ნატახტარის აეროპორტში 7 მაისს დრონების საჩვენებელი ფრენაც გაიმართა. 

კომენტარები