სირიის კონფლიქტი

სირიის კონფლიქტი: რუსეთი ალეპოში ზავის გაგრძელებას იმედოვნებს

AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ სირიის ქალაქ ალეპოში სირიელი სამხედროების მიერ გამოცხადებული ცალმხრივი ზავი რამდენიმე საათში გაგრძელდება.

ლავროვის თქმით, რუსეთი ალეპოში „სიმშვიდის რეჟიმის" დასამყარებლად გაეროსა და ამერიკასთან ერთად მუშაობდა.

ამასთან, ლავროვმა სირიელი მეამბოხეები გააფრთხილა, რომ მათ აუცილებლად უნდა დატოვონ ის ტერიტორიები, სადაც ტერორისტები არიან განლაგებული.

ალეპოში უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები