ვიზალიბერალიზაცია

ხიდაშელი: რუსეთის ფაქტორი არ არის პრობლემა ვიზალიბერალიზაციის გზაზე

რუსეთის ფაქტორი არ არის პრობლემა ვიზალიბერალიზაციის გზაზე. რუსეთი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამით ეს თემა სამუდამოდ უნდა დავხუროთ. მე საერთოდ არ ველოდები განსაკუთრებულ გართულებებს ვიზალიბერალიზაციის გზაზე. ყველას მინდა, ვთხოვო, განსაკუთრებით მედიას. ნუ შევქმნით ისეთ გარემოს ქვეყანაში, რომ ამას რაღაც ფრუსტრაცია და იმედგაცრუება მოჰყვეს. არაფერი იმედგასაცრუებელი არ გვაქვს. ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს ექნება წელს უვიზო რეჟიმი. იყო კონკრეტული რიცხვები, ვნახე, ეს არის ტყუილი - არავითარი თარიღები ამ წუთას არ არსებობს. ამიტომ ნუ შევიყვანთ შეცდომაში საზოგადოებას.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ვიზალიბერალიზაციაზე.

კომენტარები