სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სასამართლომ ბაღდათის გამგებელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბაღდათის გამგებელ ირაკლი გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 230 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. 

ადვოკატი კახაბერ წერეთელი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

თავად ირაკლი გეგეშიძემ პატიმრობის შეფარდებამდე განაცხადა, რომ ის არჩეული პირია და ბაღდათის მოსახლეობისთვის შეურცხმყოფელი იქნება მისი იზოლატორში მოთავსება.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ბრალდებით ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 25 აპრილს დააკავა.

კომენტარები