რუსთავი 2-ის საქმე

ნიშნიანიძე: მე რუსთავი 2-ის მხარეს ვარ, ის ჩვენს რეიტინგებს ძალიან სწევს

მართალი გითხრათ, მე რუსთავი ორის მხარეს ვარ. იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გლანძღავს, განქიქებს და მასხრად გიგდებს, ეს კარგია, ჩვენს რეიტინგებს ეს ძალიან სწევს. ამიტომაც, რუსთავი ორი უნდა გყავდეს ერთი. ქვეყანაში რომ არ იყოს, უნდა გამოიგონო ასეთი მედია - მიხეილ სააკაშვილის მაშინებელის... ჩვენ გვყავდა დავით აღმაშენებელი, ბიძინა არის მაშენებელი, მიშა იყო მაშინებელი, ასე რომ, იყოს ეს რუსთავი ორიც, არაფერს არ აშავებს. მე ყოველ შემთხვევაში, ვარ პოლიტიკოსი და ჩემგან უარყოფითი ან დადებითი კომენტარის აკეთება ამ პროცესთან დაკავშირებით, არ იქნება კარგი. სასამართლოს უნდა ვაცადოთ, რა გადაწყვეტილებასაც მიღებს, მეც და ყველა ჩვენგანი უნდა მივეჩვიოთ, დავეთანხმოთ ამ გადაწყვეტილებას.

ქართული ოცნების დეპუტატი შოთა ნიშნიანიძე რუსთავი ორის საქმეზე.

კომენტარები