რუსთავი 2-ის საქმე

სააპელაციო სასამართლოში 10:30 საათზე რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყება

სააპელაციო სასამართლოში 10:30 საათზე რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყება. პროცესზე მხარეთა სააპელაციო საჩივრებს განიხილავენ. რუსთავი 2-ის მხარე წარადგენს რამდენიმე შუამდგომლობასაც. 

სასამართლო პროცესს დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

როგორც ცნობილია, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რაც ადვოკატებმა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს.

კომენტარები