ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ სტრასბურგში გაიმართა, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭებას მხარი ყველა გამომსვლელმა დაუჭირა. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა ასოცირების კომიტეტმაც, სადაც ქართველი და ევროპელი დეპუტატები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე საუბრობდნენ. ევროპარლამენტში პირველი მოსმენით საქართველოსთვის უვიზო რეჟიმისთვის თანხმობის მიცემას მმართველი გუნდის წარმომადგენლები საერთო გამარჯვებად აფასებენ. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და მას ხელს ვერაფერი შეუშლის.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი შეუფერხებლად წარიმართება და ხელისუფლება შეცდომებს არ დაუშვებს.
საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისა და ევროკომიისიიდნ გადაგზავნილი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ მეორე საკომიტეტო მოსმენა ევროპარლამენტში 28 აპრილს გაიმართება. საკითხის განხილვა კვლავ სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტში გაგრძელდება.





