ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მერაბიშვილი რუსთავი 2-ს რომ ახსენებს, მე შემომხედოს თვალებში

მერაბიშვილი რუსთავი 2-ს რომ ახსენებს, მე შემომხედოს თვალებში. ბევრი რამ ხომ ჩემ თვალწინ გაკეთდა და ბევრი რამ ხომ ვიცი. ვიცი, ქიბარ ხალვაშს როგორ სთხოვეს რუსთავი 2-ის ყიდვა. ოღონდ არ ვიცოდი ის, რომ თავის დროზე დვალს წაართვეს ეს ტელევიზია. ეს ხალხი ჩივის. დათო დვალს რამდენჯერმე შევხვდი. მენეჯერად მინდოდა მეცხრე არხზე და კარგად ვიცნობ. ის და მისი პარტნიორი გაწბილებული არიან, რომ ტელეკომპანიის წილის 60% წაართვეს. მერე ქიბარ ხალვაშს წაართვეს ტელეკომპანია და ახლა ორ კაცს აქვს შეტანილი საჩივარი რუსთავი 2-ის გამო. მეც და საზოგადოებამაც ეს ყველაფერი კარგად ვიცით და როდესაც რუსთავი 2-ის დაცვაზე ლაპარაკობენ, ამით ყველას შეურაცხყოფას გვაყენებენ. ამიტომაც მოვუწოდე, თავი დაანებეთ საზოგადოების შეურაცხყოფას და მის მენტალიტეტზე ძალადობას-მეთქი.

პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვირის პალიტრასთან ინტერვიუში.

კომენტარები