ვიზალიბერალიზაცია

ენმ: რ2-ის დამოუკიდებლობაში ჩარევა ვიზალიბერალიზაციის პროცესს დააზიანებს

ნაციონალური მოძრაობა დგას საქართველოსათვის, ქართველი მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის მიცემის პროცესის სათავეში და დღესაც აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ პროცესს. ჩვენი ევროპელი პარტნიორების წყალობით, ტექნიკურად პროცესი ნორმალურად მიდის, მაგრამ ივანიშვილის მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს რაიმე უგუნური ქმედება უახლოეს ხანებში, რაც პოლიტიკურად დააზიანებს პროცესს და გადაკვეთს წითელ ხაზებს, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის მიუღებელია. ეს განსაკუთრებით რუსთავი 2-ის საქმეს ეხება. ჩარევა რუსთავი 2-ის დამოუკიდებლობაში, სარედაქციო პოლიტიკაში და ურთმელიძის მოსამართლეობით ამ საკითხის გადაწყვეტა, აუცილებლად დააზიანებს ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვიზალიბერალიზაციის შესახებ.

კომენტარები