სომხეთი

ერევანში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა

Sputnik

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ავტობუსის აფეთქების შედეგად, მინიმუმ, 2 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ყველა დაზარალებული სომხეთის მოქალაქეა.

აფეთქება ერევნის ცენტრში მოხდა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ავტობუსის მძღოლი, რომელიც აფეთქებას გადაურჩა, დაკითხვაზეა გადაყვანილი.

კომენტარები