რეკლამა

ჭავჭავაძეზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, არქი ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

არქი ჯგუფი

ილია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის - არქი თაუერის - საწყობში მომხდარ ხანძართანმ დაკავშირებით, არქი ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

"დღეს, 23 აპრილს, საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსში „არქი თაუერი“ საწყობში ხანძარი დაფიქსირდა. ხანძარს არ მოჰყოლია მსხვერპლი და არავინ დაშავებულა. სამაშველო სამსახურების მუშაობის შედეგად, ხანძარი დროზე იქნა ლოკალიზებული. იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ კომპანია არქი ჯგუფის ყველა სახლი აშენებულია ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკით - YTONG, ხანძარი არ გავრცელებულა საწყობის გარდა სხვა პერიმეტრზე. თუმცა, კვამლის გამო, დაზიანდა გარე ფასადის გარკვეული ნაწილი, რომელსაც კომპანია უახლოეს დღეებში აღადგენს" - აცხადებს არქი ჯგუფი და აღნიშნავს, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ ეტაპზე კომპანიის წარმომადგენლები და კრიმინალისტები იკვლევენ. დამწვარია მხოლოდ საწყობში მდებარე სამშენებლო მასალა. არ დაზიანებულა არც ერთი მაცხოვრებლის ფართი.

"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არქი ჯგუფის სამშენებლო პროცესი ყველა საერთაშორისო რეკომენდირებული ნორმის დაცვით მიმდინარეობს, ენერგოეფექტიური და ცეცხლამძლე მასალებით, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს ხანძრის მასიური გავრცელების რისკი -  როგორც მშენებლობის ასევე ექსპლუატაციის პერიოდში" - აცხადებს არქი ჯგუფი.

კომენტარები