IRI-ის კვლევა

IRI: მედიის და პროფკავშირების მიმართ ნდობა შემცირდა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IRI-ის ახალი, ჯერ გამოუქვეყნებელი კვლევის თანახმად, ქართული მედიის და პროფკავშირების მიმართ ნდობა შემცირდა.

პროფესიული კავშირების მიმართ კეთილგანწყობილთა რიცხვი მხოლოდ 13%-ია. ასეთი რეიტინგი პროფკავშირებს მხოლოდ 2003-2004 წლებში ჰქონდა - 11%. მას შემდეგ, პროფკავშირებისადმი ნდობა 15-30%-ზე დაბლა არ დასულა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი - 15% იყო, 2014 წელს - 21%, 2013 წელს - 20-21%, 2012 წელს - 17-21%, ხოლო 2011 წელს - 26-30%.

რაც შეეხება ქართულ მედიას, IRI-ის ბოლო გამოკითხვით, მას 74% ენდობა. ეს 2012 წლის ივლისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გასულ წელს ქართული მედიის მიმართ კეთილგანწყობილი 82% იყო, 2014 წელს - 84%, 2013 წელს - 81-84%, 2012 წელს - 64-77%.

ყველაზე ნაკლებად მედიას 2008-2012 წლებში ენდობოდნენ - იმ პერიოდში, კეთილგანწყობილთა რიცხვი 61-72% იყო. ყველაზე მაღალი ნდობა კი, ქართულ მედიას 2006 წელს ჰქონდა (87%).

კომენტარები