კვირიკაშვილის მმართველობის 100 დღე

ალასანია: არ არსებობს ქვეყნის განვითარების კონცეპტუალური გეგმა

 პრემიერმინისტრის გამოსვლაში [მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს] პოზიტიური კუთხით დავინახე, რომ განსხვავებით მისი წინამორბედი პრემიერებისგან, არ გაურბის პრობლემებისთვის საკუთარი სახელი დარქმევას, ხედავს რა მძიმე ვითარებაშია ჩვენი ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმინისტრი საღად უყურებს მოვლენებს. მეორე რაც ძალიან შემაშფოთებელია არის ის, რომ არცერთ პრობლემურ საკითხზე, არცერთ კონკრეტულ პრობლემაზე არ მომისმენია არც მოკლევადიანი, არც გრძელვადიანი პრობლემების გადაწყვეტის გზები. არ არსებობს ქვეყნის განვითარების კონცეპტუალური გეგმა, არც გრძელვადიანი, არც მოკლევადიანი. 

თავისუფალი დემოკრატების წევრი ირაკლი ალასანია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 100 დღიან მუშაობას აფასებს, რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები