რესპუბლიკური პარტია და ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არ არის, ამიტომ ყველა კითხვას პასუხები ეცემა იმ კონტექსტის მიხედვით, რომელშიც ვართ. ამ წუთას, იმ ტიპის პოლიტიკური ძალების, როგორსაც რესპუბლიკური პარტია მიეკუთვნება, მთავარი კონკურენტი ქვეყანაში არის შესაძლებლობა იმისა, რომ იყოს მაღალი ხარისხის იმედგაცრუება, ნიჰილიზმი ამომრჩეველს შორის, მეტი არაფერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საარჩევნო კამპანია იქნება ოპტიმისტური და ასეთი პრობლემების წინაშე ქვეყანა არ აღმოჩნდება. კონკურენტებს არ ვეძებ პოლიტიკურ პარტიებში. ჩვენი კონკურენტი, ყველასი ერთად უკლებლივ, შეიძლება გახდეს დაბალი აქტიურობა არჩევნებზე. ამიტომ, მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოს მოსახლეობა, ზუსტად ისე, როგორც სხვა საპარლამენტო არჩევნების დროს იყო ხოლმე, მაქსიმალურად იყოს მობილიზებული და საკუთარი არჩევანი გამოხატოს. სამართლიანი არჩევნების პირობებში ეს არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ პარტიებმა დამსახურების ადეკვატური შედეგები მიიღონ.
ხიდაშელი: რესპუბლიკელების კონკურენტი შეიძლება იმედგაცრუებული მოსახლეობა იყოს
tbl.ge/13zi
დაკოპირდა

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.




