თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება სამგორის, გლდანის, ვაკის, ნაძალადევის, დიდგორის, ჩუღურეთის, ისნის, დიდუბის და საბურთალოს რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.
სამგორის რაიონში, 12:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება აეროპორტის დასახლების, სოფელ დიდი ლილოს, საქნავთობის დასახლების, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00-დან 17:-მდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის და ბერძენიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414 დივიზიის შესახვევის და არალეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯორის, კიკეთის, ბეთანიის, დიდების და ახალდაბის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უზნაძის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 11:00-დან 17:00-მდე შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, მესხის, კელაპტრიშვილის, ნინო ტყეშელაშვილის, არგვეთის, ტყეკულტურის, ზაქრაძის, მეუნარგიას, ლელაშვილის, გრომოვის, სამშვილდის, წყაროს, აგარის, სარკინეთის, გოგი ზაზიშვილის, აფხაზეთის, აჭარის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის, ჩოხელის, ბალადინის, თეთრიწყაროს, სერგო წულაძის, ციხისძირის, ნინიძის, დიდგორის და შალვა დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის, აკაკი წერეთლის გამზირის და სპირიდონ კედიას ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, კვანტალიანის (ვაშლიჯვრის დასახლება), დოლიძის და გურამ ბზვანელის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 16:00-მდე კი, ცაგარელის, საირმის, შმიდტის და ვასო გოძიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





