ვიზალიბერალიზაცია

Die Welt: ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩაიდოს

DPA

Die Welt-ის ცნობით, ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან, კოსოვოსთან და თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პირობები ჩადოს.

კერძოდ, ევროკავშირსა და თურქეთს შორის არსებობს შეთანხმება, რომ თუ ოფიციალური ანკარა ლტოლვილებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ევროკავშირს შეეძლება თურქეთთან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება გადაავადოს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთივე პირობები შესაძლოა, საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვისაც ამოქმედდეს. გადავადების პუნქტის ჩადება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაში საფრანგეთმა და გერმანიამ მოითხოვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.

კომენტარები