ქართული ოცნება

კობახიძე: ფაშისტურ რეჟიმსა და ენმ-ს შორის შინაარსობრივი განსხვავება არ იყო

ბოლო დროს საკმარისად არ ვახდენთ მათ წარსულზე აპელირებას. პირიქით, საჭიროა, მოსახლეობას ყოველდღიურად შევახსენოთ, რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში. გერმანიაში 1945 წელს დასრულდა ფაშისტური მმართველობა, რასაც დღემდე ახსენებენ გერმანიის მოსახლეობას. შეიძლება, ხარისხით ცოტა განსხვავებული იყო იმდროინდელ გერმანულ რეალობასა და ქართულ რეალობას შორის, მაგრამ თავისი შინაარსით არავითარი განსხვავება იმ დროინდელ ფაშისტურ რეჟიმსა და ნაციონალური მოძრაობის მმართველობას შორის არ იყო. იქაც საუბარი იყო ადამიანების წამებაზე, ტანჯვასა და ღირსების მასობრივ შელახვაზე.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აიპრესთან ინტერვიუში.

კომენტარები