ვიზალიბერალიზაცია

პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო

General view of Georgia's new parliament building for country's newly elected parliament in Kutaisi
David Mdzinarishvili / REUTERS

რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული რეზოლუცია ვიზალიბერალიზაციის შესახებ 89 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუციაში ცვლილებები შევიდა და საბოლოოდ კომპრომისული ვარიანტი გავიდა.

საკამათო საკითხი რეზოლუციის ერთი პუნქტი იყო, რომელშიც მთავრობას მოუწოდებდნენ, გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, რათა ვიზალიბერალიზაციას ხელი არ შეშლოდა. საბოლოოდ ასეთი ვარიანტი გავიდა:

"საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს მადლობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მიმართ ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო; ამავდროულად მოუწოდებს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხე არ შეუქმნას ევროატლანტიკურ ინტეგრაციას",- ასეთია რეზოლუციის ტექსტის ნაწილი.

დოკუმენტი გაიგზავნება ევროკომისიაში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში.

კომენტარები