ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა

კერი: უფლება გვქონდა, რუსული ავიაგამანადგურებლები ჩამოგვეგდო

US Navy

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თქმით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს რუსული ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების უფლება ჰქონდა.

რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ხომალდ "დონალდ კუკს" ამ კვირაში მინიმუმ 30-ჯერ საკმაოდ ახლო მანძილზე გადაუფრინეს.

კერის თქმით, ოფიციალურ მოსკოვს უკვე აცნობეს, რომ ასეთი სახის მანევრები ძალზე სახიფათო და პროვოკაციულია. მისი თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი შემთხვევა აღარ მოხდება.

"ჩვენ ვგმობთ მსგავს ქმედებას, ეს სახიფათო და პროვოკაციული ქმედებაა. ვალდებულებებისა და შეთანხმების პირობების გათვალისწინებით, უფლება გვქონდა ეს ავიაგამანადგურებლები ჩამოგვეგდო",- აღნიშნა კერიმ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ რუსული ავიაგამანადგურებლების მოახლოების ვიდეომასალაც გაავრცელა.

კომენტარები