ადამიანის უფლებები

კალაძე: საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს

2012 წლის შემდეგ, დემოკრატიის განვითარების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ეს, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული ისე, როგორც არასდროს. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, განსხვავებული პოზიციებისა, თანაბრად ყველას უფლებები არის ქვეყანაში დაცული. ჩვენ კარგად გვახსოვს, ბევრი დრო არ გასულა მას შემდეგ, როგორი დამოკიდებულება იყო ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ - როგორი ზეწოლა, როგორი შანტაჟი მიდიოდა. ჩვენ მოვახერხეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს და მე დარწმუნებული ვარ, საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება წლები, როდესაც განსხვავებული აზრის მქონე, პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები ხელკეტებით, ქვებით იდევნებოდნენ. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე, დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას, რომელიც იქნება დემოკრატიულ ინსტუტუტებზე დაფუძნებული. ხარვეზებს რაც შეეხება, ნორმალურია, ხარვეზები ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ძალიან ბევრს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დარჩენილი ხარვეზი მაქსიმალურად უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას, და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება უახლოეს მომავალში.

ვიცეპრემიერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.

კომენტარები