NDI-ის ანგარიში

NDI: უფრო მეტი თვლის, რომ ივანიშვილი არ უნდა ერეოდეს გადაწყვეტილებებში

bloomberg.com

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს.

კვლევაში მონაწილეთა 66% ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. მათი 56% აცხადებს, რომ სასურველია, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ერეოდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 2016 წლის მარტში ასე გამოკითხულთა 41% ფიქრობდა.

25% მიიჩნევს, რომ სასურველია, ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი, თუმცა, ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. ხოლო 3%-სთვის სასურველია, ივანიშვილი იყოს გადაწყვეტილებების მიმღები და არ იკავებდეს თანამდებობას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

---

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას. 

კომენტარები