NDI-ის ანგარიში

NDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ გადაწყვეტილებებს ივანიშვილი იღებს

telegraph.co.uk/

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გაზრდილია იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც თვლის, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. 2015 წლის მარტში ასე კვლევაში მონაწილეთა 59% ფიქრობდა, ხოლო წელს - 66%.

13% მიიჩნევს, რომ ივანიშვილს ხელისუფლების საქმიანობაზე გავლენა არ აქვს, ხოლო 14%-მა არ იცის. გასულ წელს "არ ვიცი" პასუხი გამოკითხულთა 21%-ს ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომთა 53% ფიქრობს, რომ ივანიშვილი ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირად რჩება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეხედულებებთან ახლოს მდგომთა - 78%, ხოლო თავისუფალი დემოკრატების შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომთა -86%. ანალოგიურად ფიქრობს მათი 65%, ვინც ამბობს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

---

NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

კომენტარები