უკრაინა

სააკაშვილი: ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, ამის გაფლანგვას არ ვაპირებ

ოდესაში არის კონკრეტული პრობლემა. ოდესის მერი შესახედაობითაც კი გავს ასლან აბაშიძეს, მანერებით, ლაპარაკით, ყველაფრით, გეგონება ასლანის რეინკარნაციაა. რეალური პრობლემა ამ ოლქში ისაა, რომ აქ არის სეპარატიზმი. პირველად ჩემი გუნდის ჩასვლასთან ერთად უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო დამკვიდრება იმ ოლქში, რომელიც დაახლოებით ისევე ჰქონდა დაკარგული მანამდე უკრაინის ხელისუფლებას, როგორც საქართველოს ჰქონდა აჭარა დაკარგული 2004 წლამდე. ხშირად ხალხს ეს არ ახსოვს, მაგრამ აჭარა ჩვენ დავიბრუნეთ, აჭარა წასული იყო. საბაჟო და საზღვარი რა თქმა უნდა, ოდესაში არ დგას, მაგრამ იგნორირება ხდებოდა კიევის მითითებების ოდესაში, ამის შეცვლა დაიწყო ჩვენ დროს. ადგილობრივი კლანები, ადგილობრივი ელიტა ამას ეწინააღმდეგებიან, ამიტომ აქ უნდა იქნას ზომები მიღებული. საყვარელიძის მოხსნა ამ კლანების მოთხოვნით, ეს იყო უკრაინული სახელმწიფოს კაპიტულაცია სეპარატისტების და ბანდიტების წინაშე. საყვარელიძე მეგაპოპულარულია უკრაინაში. საყვარელიძის მოხსნა არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, მან კარგი გუნდი შეკრიბა. მათ სასწაულები მოახდინეს გამოძიების კუთხითაც და საზოგადოების ნდობის დამსახურების მხრივაც. მის მოხსნაზე, ცხადია, გვქონდა რეაქციები. ჩვენ თავს არ დავაჩაგვრინებთ არავის. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პერსპექტივა აქ, ასევე გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა.მე არ ვაპირებ, რომ ეს გავფლანგო

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები