უკრაინა

სააკაშვილი: უკრაინას რეფორმატორები უნდა და არა მოლაპარაკებით შემდგარი მთავრობა

პირველ რიგში, ულტიმატუმი არასწორი ტერმინია, იმისა, რაც გუშინ გავაკეთეთ, იმიტომ, რომ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვხვდები თითქმის ყოველ დღე, ველაპარაკები ტელეფონზე, ამ თემებზე ვესაუბრები გახსნილად, ღიად. საქმე ის არის, რომ იაცენუკის გაშვებას არავინ აპირებდა, ეს არის იმ პროცესის დაგვირგვინება, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ, ჩვენ შემოვიარეთ მთელი უკრაინა, შევხვდით ძალიან ბევრ ადამიანს, რამდენიმე ათეულ ათასს. გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა ჟურნალისტებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამასთან დაკავშირებით მოხდა ბოლოს ის, რაც მოხდა, იაცენუკი გადადგა, საბოლოო ჯამში ჩვენ გავიმარჯვეთ, მიუხედავად იმისა, რომ დაფიცებული ჰქონდათ, ლამის დაგინებული ჰქონდათ, რომ არასდროს წავიდოდნენ, მე მეძახდნენ დემაგოგს და პოპულისტს, ეს ნაცნობი რიტორიკაა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვაიძულეთ, ჩემ მიერ დაწყებულმა კამპანიამ, მათ შორის, აიძულა ის, რომ დაეტოვებინა თანამდებობა, ბოლომდე არ გაუშვიათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დამთავრებულია მისი საქმე. საუბრია იმაზე, რომ უკრაინას სჭირდება არა მოლაპარაკებებით შედგენილი მთავრობა, არამედ მთავრობა რომელიც რთულ პერიოდში გაატარებს რეფორმებს. მე შემოვიკრიბე ხალხი, რომელსაც აქვს მართვის გამოცდილება. ეს ხალხი ითხოვს გადამწყვეტ ცვლილებებს, როდესაც გუშინ ვისაუბრე, მე მხოლოდ ჩემი სახელით არ ვისაუბრე, საუბარია მილიონობით ადამიანზე, ადამიანებზე, რომლებიც გვიჭერენ მხარს, არსებობს უკრაინელი პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომლებსაც უნდა გადასცენ მართვის სადავეები

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში

კომენტარები