NDI-ის ანგარიში

ჩხეიძე: მოსახლეობამ იცის, რომ რეალური ხელისუფლება არის ივანიშვილი

თქვენ აღნიშნეთ, რომ კვირიკაშვილის ეფექტმა არ მოახდინა გავლენა [NDI-ის კვლევის შედეგებზე]. მართლაც, არ არის ასახული, რომ ამის შედეგად, რაღაც გაუმჯობესების მოლოდინი გაჩენილიყო. ახლა დავფიქრდი, რატომ არ იმოქმედა - შეიძლება, იმიტომ არ იმუშავა, რომ ზოგადად ყველამ იცის, რომ რეალური ხელისუფლება აქ არის ივანიშვილი, გადამწყვეტია და ეს ფაქტორი არ შეცვლილა. და როგორც ჩანს, სრულიად სამართლიანად არ აქცევენ ყურადღებას იმას - ივანიშვილი კვირიკაშვილით იქნება გამოხატული თუ სხვა სახით. ალბათ, ამიტომ ნაკლებად იმუშავა [კვირიკაშვილის დანიშვნამ]. ცნობილია მათთვის, აღიქმება ის, რომ პრინციპში, ხელისუფლება არ შეცვლილა და ალბათ, ამით აიხსნება, რომ დიდი მოლოდინი არ გაჩენილა. თუმცა, გარეგნული გამოხატულება ამ ხელისუფლების კვირიკაშვილის სახით უფრო რესპექტაბელურია, ვიდრე იყო ღარიბაშვილის სახით, რადგან ის საოცარ განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ ფაქტია, რომ მაინც ყველაფერი ივანიშვილთანაა დაკავშირებული.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი თამარ ჩხეიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები