ჩვენ რომ გვიყვარდნენ ებრაელები, იმათაც ძალიან ვუყვარდით - ხომ იცით, სიყვარული სიყვარულს ბადებს და ამიტომ, ისინიც არ გვაწუხებდნენ თავიანთი რელიგიურობით და მის აფიშირებას არ ახდენდნენ და მათი მხრიდან ეს ძალიან დასაფასებელი იყო, მათი მხრიდანაც... როგორც კი შევეხებით ამ რელიგიურობას და თანამონაწილე ვხდებით რაღაცა დონეზე მაინც, შესაბამისად, რა დონეზეც ვხვდებით თანამონაწილე, იმ დონეზე ვღალატობთ ქრისტეს. მე რომ სადღაც კომპრომისზე წავიდე ჩემს სარწმუნოებასთან და ქრისტეს ვუღალატო, მე, შენ, როგორც მეგობარს, ჩემს მეგობარს, ებრაელს გატყუებ და აქაც, შენც ცუდს გიკეთებ. ანუ იმის მაგივრად, მე მოგცე მაგალითი ჭეშმარიტების გულმხურვალე ერთგულებისა და დაგანახო ჩემი ცხოვრების წესი, ქრისტე გავაცოცხლო და შენ ეგების დაგანახო ჭეშმარიტი მესია, ამის მაგივრად, მე აქ შენ გღალატობ და ოღონდ შენ არ გეწყინოს ადამიანურად, მივდივარ კომრპომისზე და თან, როგორ კომპრომისზე. ამიტომ, ეს ყოვლად დაუშვებელი მგონია.
tbl.ge/vdc
დაკოპირდა

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ქართული არხის ეთერში.
ამავე თემაზე
- კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჰამას-ისრაელის ომის შესახებ არეულობის გამო გადადგა
- ამსტერდამში ანა ფრანკის ძეგლი პროპალესტინურმა ჯგუფებმა უკვე მეორედ დააზიანეს
- ამსტერდამში ანა ფრანკის ძეგლი პროპალესტინურმა ჯგუფებმა დააზიანეს
- ევროპულ ახალგაზრდულ ფორუმზე ებრაელ სტუდენტებს თავს დაესხნენ
- ასადი: არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჰოლოკოსტში ექვსი მილიონი ებრაელი მოკლეს




