NDI-ის ანგარიში

სანიკიძე: არ შეიძლება, დასკვნა გამოვიტანოთ ერთი რომელიმე კვლევიდან

როდესაც ვაპირებთ რაიმე დასკვნის გამოტანას, არ შეიძლება, რომ ეს დასკვნები ეყრდნობოდეს ერთ რომელიმე კვლევას - ამ შემთხვევაში NDI-ის კვლევას, რომლის ირგვლივაც თუნდაც სხვადასხვა მიზეზების გამო ყოველთვის ისმება კითხვის ნიშნები. რა თქმა უნდა, თითოეული კვლევა არის მნიშვნელოვანი, იქ შეიძლება ტენდენციები და პრობლემები დავინახოთ, მაგარამ არის ძალიან ბევრი სხვა კვლევა და შესწავლისა და გაზომვის მექანიზმები. სხვადასხვა მექანიზმები გვაჩვენებს სხვადასხვა სურათს. ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ქვეყანა განვითარებაზე დგას და რაღაც პრობლემების დაძლევა ეტაპობრივად ხდება - ეს სახეზეა. ქვეყანას გააჩნია შესაბამისი სტრატეგია, როგორ შეიძლება უკეთესი ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ის სტრატეგია, რომელიც არჩეული გვაქვს, განსახორციელებელია და სწორედ ამან უნდა უზრუნველყოს უკეთესი სიტუაცია დასაქმების მაჩვენებლის გაზრდაზე და ამისი ტენდენციაც, სხვა გაზომვის მექანიზმებს თუ ავიღებთ და ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ უკეთესი მდგომარეობაა. ამიტომ, ისევ და ისევ უნდა მივყვეთ და განვახორციელოთ ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო მიზანმიმართულად ახორციელებს.

განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ndi-ის კვლევაზე.

კომენტარები