სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1973 წელს დაბადებული მანუჩარ ა-ს ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 91 აბი, 7 აბი „მეტადონი" და 0,0359 გრ ჰეროინი ამოიღეს. შსს-ს ცნობით, შემოწმების შედეგად, მანუჩარ ა-ს ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით).





