NDI-ის კვლევა

NDI: ევროკავშირში გაწევრიანება 61%-ს სურს, ევრაზიულ კავშირში - 20%-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს, 61% კი თვლის, რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, რომელიც დასავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა შექმნეს.

2015 წლის აგვისტოში ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანება გამოკითხულთა 28%-ს სურდა, ნოემბერში კი - 24%-ს.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, 2015 წლის აგვისტოში ამას მხარს 47% უჭერდა, ნოემბერში კი - 58%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები