პოლიციელის დაჭრა

შსს-მ პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული გიგა შ. წალენჯიხაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა თანასოფლელი - 1987 წელს დაბადებული ზაზა ხ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით, მიმდინარეობს. 

 

კომენტარები