9 აპრილის ტრაგედია

პრეზიდენტი: ბრძოლა გავიარეთ დამოუკიდებლობიდან და მივდივართ თავისუფლებისკენ

27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისთვის, რომ 2 წლის შემდეგ საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ დამოუკიდებლობიდან და ახლა მივდივართ თავისუფლებისაკენ. დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და აგრეთვე დღეს ჩვენ ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობიდან.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, 9 პრილის ტრაგედიის შესახებ.

კომენტარები