NATO-საქართველო

ვაშაძე: ქართული ოცნება უფრო ახლოსაა კრემლთან, ვიდრე ევროპულ ღირებულებებთან

კოალიციის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არის ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანი. დღეს ქართულ ოცნებაში დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც შინაგანადაც, მენტალურადაც და მრწამსითაც გაცილებით ახლოს არიან კრემლთან, როოგორც ჩანს, ვიდრე დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც არის NATO-ს წევრ ქვეყნებში და რომელიც არის ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არჩევანი ოქტომბერში უნდა გააკეთოს ამომრჩეველმა. გვინდა სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, თუ ჩვენ გვინდა ტოტალიტარული რუსეთი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას ცავაბარებთ ისტორიის სანაგვეზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე NATO-ში ინტეგრაციის შესახებ.

კომენტარები