არჩევნები 2016

სუბარი არჩევნების თარიღზე: მინისტრებისთვის სასარგებლო იქნებოდა 31 ოქტომბერი

ძალიან კარგია, როცა პარტიებმა იციან ზუსტი თარიღი, თუ როდის ჩატარდება არჩევნები. მწვრთნელი, რომელიც გუნდს ამზადებს ოლიმპიადისთვის და თარიღი იცის, ისე ამზადებს, რომ არ გადაიწვას სპორტსმენი და ოლიმპიადის დროს იყოს პიკში. ასეა პარტიაც, რომელმაც იცის - როგორ დაგეგმოს საარჩევნო კამპანია ექვსი თვით ადრე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი პარტიისთვის, ჩვენთვისაც და სხვისთვისაც. ზოგიერთი ისეთი პარტიისგან ისმის პრეტენზიები, რომ "ეს ქართულ ოცნებას აწყობდა, მთავრობას აწყობდა", მათთვის მართლა არ აქვს მნიშვნელობა როდის ჩატარდება არჩევნები, იმიტომ რომ არავითარი შანსი არ აქვთ არჩევნებზე. სულ რომ გავაუქმოთ ეს კალენდარი და ინკების კალენდარი შემოვიღოთ, ვერ მოვნახავთ იმ თარიღს, რომელიც მათთვის იქნება სასარგებლო. ჩემთვის სასარგებლო იქნებოდა არა 8 ოქტომბერი, არამედ 31 ოქტომბერი, ალბათ მთავრობის წევრების უმრავლესობისთვისაც, იმიტომ რომ უამრავი პროექტი გვაქვს დაწყებული, ეს პროექტები დროში არის გაწელილი და მე გამიხარდება ყოველი პროექტის დამთავრებას მოვესწრო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული პროექტი პირადად ჩემთვის. ის, რომ თარიღი წინასწარ არის ცნობილი, კარგია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის და ეს არ არის მთავრობაზე ან რომელიმე გუნდზე მორგებული. 

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი არჩევნების თარიღზე.

კომენტარები