კრიმინალი

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები, რის სანაცვლოდაც, გასამრჯელოს სახით მიიღო გასაღებული თანხის ოდენობის 25 %.

"ყალბი კუპიურები დამზადებულია მაღალტექნოლოგიურად და მოქალაქისათვის მისი ნამდვილისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელია", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და აღნიშნავს, რომ გრძელდება მუშაობა იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარი გაასაღა ბრალდებულმა ქვეყნის ტერიტორიაზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები