შინაარსის თვალსაზრისით არ მიმაჩნია, რომ რამე შეიცვალა, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს მობეზრდა ეს ლეღვის ფოთლები და ჩამოიშორა. თავის დროზე მობეზრდა ალასანია, ახლა მობეზრდა რესპუბლიკელები, ესენი ჩამოიშორა. სჭირდება თავისი და ნაღდი ხალხი, იმიტომ, რომ იცის, რომ იცვლება ვითარება, პრობლემური არჩევნები ექნება, უფრო მძიმე ბრძოლა მოუწევს, პარლამენტში რა მოხდება, როგორ მოხდება, ვერ ხვდება, არ იცის. ამიტომაც უნდა, რომ იქ ჰყავდეს ნაღდად თავისი ხალხი, ესენი არიან - მეჭიაური, ვოლსკი, კობახიძე, ბესელია და ის თავისი ექსპერიმენტული ბაჭიები რომ გამოზარდა 2030-ში, ხომ აქვს ეს ამბიცია, რომ ახალი საზოგადოება უნდა შექმნას და ალბათ ეს ხალხი - კალანდაძე, დუნდუა, კიდევ იქ რობოტივით ხალხი რომ ჰყავს, რომელიც აქებს ხოლმე მუდმივად, ალბათ ესენი ეყოლება. ხოლო რესპუბლიკელები პრეტენზიების მქონე ხალხია, ანუ რესპუბლიკელების მსოფლმხედველობას ხომ არ გაუღიზიანებია ის, რესპუბლიკელების ამბიციებმა გააღიზიანა. რეალურად ყველაფერი წავა ისე, როგორც თავიდან მიდიოდა - ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დავშორდებით დასავლეთს. ამას ვაკეთებდით, აქამდეც ეს ხდებოდა. უბრალოდ ახლა გახდა აშკარა, ახლა შირმისთვისაც აღარ სჭირდება რესპუბლიკელები.
tbl.ge/3
დაკოპირდა

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




