ქართული ოცნება

ჩერგოლეიშვილი: შინაარსის მხრივ ოცნება არის ის, რასაც ამბობენ ვოლსკი, მეჭიაური

როდესაც ვლაპარაკობთ მთავრობაზე, სამთავრობო ცვლილებებზე, ხელისუფლებაზე, ეს არის ძალიან პირობითი სიტყვები, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, ჩვენ გვყავს რეალურად მარიონეტების თეატრი და ძაფები უჭირავს ერთ ადამიანს, შესაბამისად სანამ არ შეიცვლება ეს ადამიანი, შინაარსობრივ ცვლილებაზე საუბარი სისულელეა, შინაარსის თვალსაზრისით არაფერი არ იცვლება. შინაარსის თვალსაზრისით ოცნება ყოველთვის იყო ის, რასაც საუბრობს მეჭიაური, რასაც საუბრობს ვოლსკი, იმიტომ, რომ ისინი გამოხატავენ რეალურად ბიძინა ივანიშვილის აზრებს. ადამიანი, რომელსაც ასავალ-დასავალი მიაჩნია ეროვნული ღირებულებების დამცველად, შეუძლებელია თავისი ანატომიით იყოს პროდასავლური, შეუძლებელია, გამორიცხავს ეს ორი რამე ერთმანეთს. თუ მოგწონს ასავალ-დასავალი, არ ხარ თავისუფალი სამყაროს ღირებულებების ერთგული. 

ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემა თეორემაში

კომენტარები