პირადი კადრები

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე კვლავ არავინაა დაკავებული

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ბოლო დროს გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. 11 მარტის ანუ მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის ფარული კადრები გამოქვეყნდა, 28 დღე გავიდა. 11 მარტის შემდეგ კიდევ რამდენიმე ვიდეო გასაჯაროვდა.

ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიებაში არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით - დეტალების გარკვევას დაგვპირდნენ, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, პასუხის მისაღებად ჯერჯერობით ვერ ვუკავშირდებით.

კომენტარები