კოალიცია ქართული ოცნება

თოფაძე: ძველი ტრადიციების კაცი ვარ და ღირსების შელახვას შვილსაც არ ვაპატიებ

ჩვენმა ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა არაერთხელ შეურაცხგვყო მრეწველები და, პირადად, მე. ჩვენ მშვენივრად ვიცით ე.წ. გუნდური თამაშის წესები და სამი წლის განმავლობაში, რაც ამ მოწვევის პარლამენტში ვართ, აუგად არავინ მოგვიხსენებია, "ნაციონალებიც" კი, რომლებმაც თავიანთი მმართველობის, უფრო ზუსტად, პარპაშის პერიოდში, მატერიალურად დიდად მაზარალეს. ქალბატონი თინას მორიგი ღვარძლიანი დამამცირებელი "რეპლიკა": რა, თოფაძე ჯერ კიდევ პარლამენტშიაო, აღმოჩნდა ის წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა ამივსო. მე, ბატონო ჩემო, ძველი ტრადიციების კაცი ვარ და მასხრად აგდებას, ღირსების შელახვას შვილსაც არ ვაპატიებ! და გავეცი კიდეც საკადრისი პასუხი.

მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე საქართველოსა და მსოფლიოსთან ინტერვიუში.

კომენტარები